TV25.GE-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ერგეში დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. დაღუპული 34 წლის ბიჭია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მედიის ცნობით, კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.
კომენტარები