თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აცხადეbს, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო.
თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ნაწილ-ნაწილ უკვე დაიწყო.
კომენტარები