“ევროკომისია გარკვევით ამბობს, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა ვერ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.
როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში.
მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც. თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი. იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს”
კომენტარები