“დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ჩვენ აქ ვთქვით სამი თეორიული ვარიანტი. ერთია, როცა რაღაც კანონი შეიძლება დაიწეროს ამაზე, ქართული კანონი, შეიძლება დავაკოპიროთ უკრაინული კანონი პირდაპირ, შეიძლება არც მივიღოთ არანაირი კანონი თუ ამის საჭიროება არ იქნება. მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე დისკუსია დაწყებული არაა.
კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ნების ქვეშ, მაგრამ ქართული ოცნების მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არც პარტიის დამფუძნებელი – ბიძინა ივანიშვილი. ესაა რეალობა, აქედან გამომდინარე, თეორიულად შეიძლება ამ სამ ვერსიაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული.”
კომენტარები