,,ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურია უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და წერს:
,,პარლამენტის წევრს გააჩნია ანგარიშვალდებულება უპასუხოს ჟურნალისტის კითხვას. დღეს 6 აპრილს ტვ პირველის საპარლამენტო კორესპონდენტის კითხვა არ მოეწონა ელისო ბოლქვაძეს, ამის გამო ჩვენს ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს, რომელიც მრავალი წელია, საპარლამენტო კორესპონდენტია და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს შეუჩერეს პარლამენტის აკრედიტაცია.
მედიის მოვალეობაა დასვას კითხვები, დეპუტატის ვალდებულებაა უპასუხოს. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენი ჟურნალისტური უფლებამოსილების განხორციელებაზე, რადგან ამის საშუალება არ გვეძლევა საქართველოს პარლამენტში, ყოველ დილით იძულებული ვართ, ქალბატონ ელისოსთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდეთ სხვა სივრცეში, სადაც მისი ყოფნის შესახებ ჩვენი ჟურნალისტური წყაროებიდან ჩვენთვის გახდება ცნობილი.
საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება, აკრედიტაციის ახალი წესების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შესაშლელად.
მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia მოახდინოს რეაგირება, რათა დაუყონებლივ აღუდგეს პარლამენტში საქმიანობის უფლება ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს..
დეპუტატ ელისო ბოლქვაძის მიერ დღეს მოხდა, კრიტიკული კითხვების გამო, ტვ პირველის ჟურნალისტის დისკრიმინაცია!!! (კითხვა ეხებოდა აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებს) მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოხდეს დისკრიმინაციის და მედიის დევნის ამ ფაქტზე რეაგირება. ყველა მტკიცებულებას ჩვენ გადავუგზავნით იუნესკოს, რომლის მშვიდობის ელჩიც არის ელისო ბოლქვაძე. ვფიქრობთ რომ დეპუტატი, რომელიც ეწევა დამოუკიდებელი მედიის დევნას და დისკრიმინაციას არ იმსახურებს, იუნესკოს მშვიდობის ელჩს სტატუსს.“
კომენტარები