დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატმა ნილ პარიშმა თანამდებობა დატოვა და აღიარა, რომ მან პარლამენტში პორნოგრაფიას ორჯერ უყურა, მისივე თქმით, პირველად ის პორნოსაიტზე შემთხვევით მოხვდა, როცა ტრაქტორების ვებსაიტს ეძებდა, თუმცა მეორედ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.
მან BBC-სთან თქვა:
“სასაცილოა, რომ თავიდან ტრაქტორებს ვათვალიერებდი. ტრაქტორებს ვეძებდი, თუმცა შევედი სხვა საიტზე, რომელსაც მსგავსი სახელი ჰქონდა და ცოტა ხანს [პორნოს] ვუყურე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. თუმცა ჩემი დანაშაული – ყველაზე დიდი – დანაშაული ისაა, რომ უკვე სხვა დროს, მეორედ ჩავრთე”
კომენტარები