პოსტკოვიდური გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა, იურისტი, გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, დევი ტაბიძეს მიმართავს.
„აქედან მოგმართავ, დევი ტაბიძე, ამ ტელეფონით გელაპარაკეთ, როდესაც ჩემ შვილს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ და თქვენი კომენტარის შემდეგ, როდესაც თქვენ ახსენეთ საშუალო სიმძიმის პაციენტიაო და კვლევაში არისო…
ვსვამ კითხვას, რომელ კვლევაში იყო? გარდაცვალების კვლევაში?! მისი კომენტარის შემდეგ ჩემი შვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“,- ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
ოჯახი ითხოვს ვიდეოკადმერების ჩანაწერების ამოღებას, მამის თქმით, მას უთხრეს, რომ კამერები გამოსულია მწყობრიდან და ჩანაწერები არ არის.
კომენტარები