ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“21- საუკუნეში საქართველოში არის ბატონყმობა, ხვალიდან ყველაფერი იკეტება, გარდა სუპერმარკეტებისა, გაძვირდება საკვები, მოიმატებს უმუშევრობა და შიმშილი.
მაღალჩინოსნები იქნებიან მაძღრები, ჩვენ კი – მშივრები, გადმოგვიგდებენ ერთი დღის თანხას 200 ლარს, თვითონ კი ქამრებს მოიხსნიან სახლში და ხელფასთან ერთად მიიღებენ, დანამატს, პრემიებს და საწვავის თანხებს უსაქმურობაში და მახათის ხელში ჭერაში.
სასწრაფოდ შეუმცირდეთ მათ ეს თანხები და თანასწორად მიეცეთ, როგორც უმუშევარ და შიმშილის პირას მისულ ხალხს, ასევე საჯარო სამსახურში მყოფ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც მართლა შრომობენ და არა იმათ ვისაც მახათი უჭირავთ ხელში.ვაიძულოთ, რადგანაც ჩვენ იმდენად აგრესიული პროვინციალური აზროვნების მმართველობის ქვეშ აღმოვჩნდებით, რომლის დევიზი იქნება, ” მთხოვე ბატონსა და დაგეხმარები”
კომენტარები