“მთავარი არხის” ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.
შენობაში გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია საცხოვრებელ ბინებში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ფართით არ აკმაყოფილებს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და ოთახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცს თავში დაეცა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კომენტარები