გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“დეჟავიუ
ყველას გამოუცდია…
ხარ რაღაც სიტუაციაში, კონტექსტში, რომელიც აშკარად ახალი გგონია და უცებ გიჩნდება საოცრად ძლიერი გრძნობა, რომ
ყველა დეტალი
სიტუაცია, მომენტი და კონტექსტი
ერთხელ უკვე ზუსტად აი ასე გამოსცადე…
დეჟავიუს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც,
ფინქციონალური თვალსაზრისით ადამიანისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია.
დეჟავიუ არის დემენციის მოქიშპე, მისი მოწინააღმდეგე.
დეჟავიუ გეუბნება აი ნახე, ასე ახალი არაა ის, რასაც ახლა ხედავ, ასე ახალი არაა ეს კონტექსტი, გადაამოწმე შენი აზროვნების ფუნქცია, გადაამოწმე შენი მეხსიერება და ეძიე მომენტი, კონტექსტი, რომელიც ზუსტად ასეთი იყო….
დემენციისათვის ყველა წუთი, ყველა განცდა, ყველა ადამიანი, ყველა კონტექსტი სიახლეა….
ღამით ,,კონცერტს,, ვუყურე
მგონი რუსთაველზე იყო
შემორაგვულის მიღმა ვიღაცეები მღეროდნენ, ვიღაცეები ოჯახებით იდგნენ და მხარბეჭს აქანავებდნენ, ზოგს ბავშვი ეჯდა მხარზე, ზოგი რაღაცას წრუპავდა, ზოგი ხელებით და თავის მოძრაობით არითმებდა მუსიკას….
ჟურნალისტის გადამღებს ეტყობა ,,კამერა გაექცა,, და იქვე რამდენიმე ათეულ მეტრში დაახლოებით 100 ადამიანი იდგა
ტრაფარეტებით, სურათებით, ჰეშტეგები ,,ფრიი,, ….
დეპრემირებულნი იყვნენ, უხასიათოდ იყვნენ, გულში ნაწყენები იყვნენ, ვერდანახულები იყვნენ, ვერგაგებულები იყვნენ….
კამერამ პატარა წრე დაარტყა და ქუჩის შემოუღობავი მხარეც აჩვენა,
ხალხი მიდიმოდის, ჩერდება და უყურებს
იმისდა მიხედვით თუ საიდან მოდიან, ზოგი ჯერ კონცერტს და მერე ,,ტრაფარეტიანებს,,
და ზოგი პირიქით
კონცერტთან აშკარად ამუხრუჭებენ, ჩერდებიან…
ტრაფარეტიანებს კი რეტიანებივით, კეთრიანებივით, დარტყმულებივით, უსიამოვნოდ გაშიშვლებულებივით, არაადექვატურად მოქმედებივით…. სწრაფად ჩაუვლიან
გამახსენდა 90იანების დასაწყისი
გამახსენდა ჩემი ,,მე,, და ჩემი მაშინდელი მეგობრები…
გამახსენდა
,,ზვიადისტების სექტა,,
გამახსენდა ,,სოფლელები,, ,,ქაჯები,, ,,სექტანტები,,
გამახსენდა მაშინ, 90იანი წლების დასაწყისში პოლიტიკოსების ნარატივი, ქადაგი…
გამახსენდა მაშინდელი პრესა, ტელევიზია
გამახსენდა მაშინდელი მარშუტკის საუბრები
გამახსენდა მაშინდელი ,,საძმაკაცოს,, და ,,ტუსოვკის,, დისკუსიები …
გამახსენდა მაშინ, იმ 90იანი წლების დასაწყისში ევროპაამერიკაში ნამყოფთა ქადაგი ,,პირვეყოფილობაზე,, ,,სექტანტობაზე,, ,,ჩამორჩენილობაზე,,
გამახსენდნენ ჩვენი მაშინდელი საზოგადო მოღვაწენი, ახალგაზრდანი თუ ჭარმაგნი, პროფესორები თუ უტიტულოები…
ისევ ,,სექტა,,
ისევ ,,რეალობა სხვაა,,
ისევ ,,ამგვარი რადიკალიზმი თიშავს საზოგადოებას,,
ისევ ,,ესენი დაასამარებენ პრეზიდენტს,,
ისევ და ისევ ,,ახლა ამისი დრო არაა!!!,,
ისევ და ისევ და ისევ….
გამახსენდა აბსოლუტურად ყველაფერი…
მე მაშინ სამწუხაროდ იმ მხარეს ვიყავი, რომელიც ამბობდა…. კი, პრეზიდენტია, მაგრამ ამ ,,სექტანტებთან??,, არა რა
მე მაშინ ,,ევროპა, ამერიკა, ნატო,, გადაწყვეტს ამას ყველაფერს თუ ,,ჭკუით და ცივილიზებურად,, ,,არააგრესიულად,, ,,ბრძოლის ყიჟინის გარეშე,, ვიქნებით…
მე მაშინ სამწუხაროდ ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი…
30 წელი გავიდა მას შემდეგ….
დეჟავიუ აუცილებელია
დეჟავიუს განცდა აუცილებელია
ხანდაზმული ერი ვართ და დეჟავიუბით შეიძლება აზროვნება შემოვინახოთ…”
კომენტარები