ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა – მამა ანდრია ჯაღმაიძე ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს. სად მოწამლეს მეუფე შიო – იყო თუ არა ეს სამების ტაძარში – ანდრია ჯაღმაიძე არც ამას აკონკრეტებს.
დგას თუ არა მეუფის მოწამვლის უკან შორენა თეთრუაშვილი – მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფეს და შორენა თეთრუაშვილს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ.
არავითარი დაძაბული ურთიერთობა, რა შუაშია… იმათ ჰკითხეთ, ვინც უკავშირებს – ვინ უკავშირებს – გამომძიებელი თუ ჭორიკნები.
როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა არის, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე განხორციელდება ფიზიკური ზემოქმედება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, ამას თუმცა, თეორიოულად ეს შესაძლებელია,“ – ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ირკვევა, რომ მეუფე შიოს ანალიზები საპატრიარქოს კლინიკაში არ აუღეს. კლინიკის დირექტორს მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფის ანალიზებს კვლევა ახლა საზღვარგარეთ უტარდება.
კომენტარები