დღეიდან ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.
შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე ვრცელდება.
მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან ერთად, მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა.
კომენტარები