დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეს არ ეხება სავაჭრო მოლებს.
„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას“-აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ეხება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა ეტაპობრივად ხსნის. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი, საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს.
კომენტარები