დღეიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმება დაიწყება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მუნიციპალიტეტების მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადასვლას კურირებს.
„დილიდან ჩვენ დავიწყებთ თვითმმართველობასთან ერთად, ექიმებთან ერთად მისვლას ყველა ოჯახი, რომ ყველა ადამიანი გავაფრთხილოთ და არა მხოლოდ გავაფრთხილოთ, არამედ გამოვკითხოთ, რამე სიმპტომები თუ კი ოდნავ მაინც სიმპტომები გამოვლინდება, მარნეული იქნება პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დაიწყება ტესტირება ყველა შესაძლო ადამიანის“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. საზღვრებს პოლიცია აკონტროლებს.
კომენტარები