რადიო ,,თბილისი” ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერიაც რომ ,,მასტერის” სიმღერები მათთან აღარ გავა:
,,? ყურადღების ცენტრში❗ რადიო თბილისმა FM93.5 “რეპერ მასტერის” ყველა სიმღერა სამაუწყებლო? ეთერიდან ჩახსნა.
რადიოსადგურის დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ დღეიდან აღნიშნული მომღერლის არცერთი სიმღერა აღარ გავა მისი რადიოსადგურების ეთერში.
?”მოვისმინე “მასტერის”სიმღერა, დღეიდან რადიო თბილისის FM93.5- ის ეთერში აღნიშნული “რეპერის” არცერთი სიმღერა აღარ გავა.
ყველა მომღერალი, ვინც “პოლიტიკურ” სიმღერებს მღერის და მხარს უჭერს შავ-ბნელ ძალებს, დიდი ხანია ჩახსნილია ეთერიდან, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად, “უცნობი”.
ჩემი უდიდესი პატივისცემა ლევან ბერძენიშვილს და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს ☺️❤️
მე, როგორც მედია მენეჯერი, ვწუხვარ რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მიწევს… თუმცა მეგობრებო, არაა სიბნელეს! არა უმეცრებას! არა ასეთ მომღერალებს და მუსიკას.მადლობა ყურადღებისთვის.” – წერს რამაზ სამხარაძე.
“მასტერმა” რადიოსადგურს თავის სხვა სიმღერები ეთერში გასაშვებათ მიმდინარე წლის 22 თებერვალს თავად გაუგზავნა.
“რეპერმა” გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელწოდებით “მასტერი”, დღეს ახალი სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით “წერილი ლევან ბერძენიშვილს”. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა აღნიშნული ტრეკი პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნია.”
კომენტარები