ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი, დღეიდან დასაშვები ხდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 5 მაისიდან მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და და ასევე ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით.
გიორგი გახარიას თქმით, მუშაობას შეძლებენ ის კომპანიებიც, რომლებიც სამშენებლო ბიზნესთან სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულები.
კომენტარები