კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები დღეიდან ჩერდება.
შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებს სახმელეთო საზღვარზე. კერძოდ, საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.
„ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
კომენტარები