29 თებერვალს, დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექმა კი შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მთიან ზონებში კი ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები