დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში განხორციელდება, სადაც ისინი მკურნალობენ.
ამ დროის მონაცემებით, 11 ათასზე მეტი ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ხოლო 20 ათასამდე მოქალაქე იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად დარეგისტრირდა.
დღესვე, ჯანდაცვის მინისტრი, დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და ჩინეთის ელჩი, ჩინურ ვაქცინას, „სინოფარმს“ საზოგადოებას წარუდგენენ. საქართველომ „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.
კომენტარები