ევროსაბჭოს რეზოლუციის მიღების შემდეგ, როგორც ანალიტიკოსთა და ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობდა, ქართული ოცნების დელეგაციამ საპატლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
,,საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია – ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“
კომენტარები