კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის.
ჩხაიძის თქმით, ეს წინა მონაცემთან შედარებით, გაუმჯობესებული წონაა.
„დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული. ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ და მოსანელებელ საკვცებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ.
უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, ყველაფერი, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. უარს ამბობს, მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამკურნალო პროცედურებზე“
კომენტარები