მოძრაობა “სირცხვილია” აქციას აანონსებს:
“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.
თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.”
კომენტარები