ბესო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, აქციას აანონსებს და აქციისთვის შეერთების სურვილი, უკვე არაერთმა ადამიანმა გამოთქვა:
“პოლიციამ ლუკა გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
____________________________________
დღეს, როდესაც ავტორიტარულმა რეჟიმმა, ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური დევნა 7-8 მარტის აქციებში მონაწილეებზე, ჩვენი მოვალეობაა ისევ გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ფარჩაკებს, რომ საქართველო რუსეთი არაა და არ გაუვათ ის, რასაც ასე გამალებით ცდილობენ.
დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწევას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან.
დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწევას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან.
ძალა ერთობაშია!!!”
კომენტარები