ამ დროისთვის, ჩვენს ცენტრში 53 პაციენტი მკურნალობს. აქედან, დადასტურებული 22 შემთხვევაა, დღის განმავლობაში და გუშინდელი ჩატარებული ტესტების პასუხებით, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტირება 20 პაციენტს ჩაუტარდა და ოცივე პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან ჩატარდა 11 დილას და დღის მეორე ნახევარში კიდევ 7 ტესტი, ჯამში დღეს აღებულია 17 პაციენტზე ტესტი. შედეგები მალე იქნება. ყველა პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – ამბობს ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.
კომენტარები