ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მეტი როგორ უნდა შეურაცხყო 7 ნოემბრის ამბების ხსოვნა, რომ თბილისში აქცია გამარტო და რეგიონებიდან თვითმმარველობებს და ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს დაავალო “ადმინისტრაციული რესურსით” ხალხის “მობილიზება”. ნეტა იცოდეთ რამდენს გაგინებენ ამ იდეის ავტორებს თავად “ოცნების ” ის მომხრეები, რომელთა რეკრუტირებაც მოახდინეთ აქციაზე. არაფერი არ მიკვირს, დღეს ამას ის ხალხი აკეთებს , ვინც იმ დროს ან მიშა მიშას ბღაოდა, ან ტაშს უკრავდა და/ან ხელის ბიჭი იყო
P.S. თბილისში არ ვარ, რეგიონში ვარ და რასაც ჩემი თვალით ვხედავ და რასაც ჩემი ყურით ვისმენ, იმაზე ვწერ. ტროლები და ფანატიკოსები აქ ნუ იასპარეზებთ. არ გირჩევთ!“
კომენტარები