ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე:
,,გამარჯობა. მინდა გადაგიხადოთ მადლობა, მე თქვენმა ინტერვიუებმა გამომიყვანა ჯოჯოხეთიდან, რასაც დეპრესია ქვია… მე თქვენ სუიციდისაგან მიხსენით. ვინმეს თუკი გამოადგება ჩემი გამოცდილება, მეც მზად ვარ ღიად ვისაუბრო. ვერც ექიმთან მივედი და არც წამლების ფული მქონდა, მაგრამ თქვენს ინტერვიუბს ვუსმინე და მივხვდი, რომ შემეძლო გადარჩენა, თქვენ უძლიერესი ადამიანი ხართ და ჩემი მაგალითი გახდით, მე თქვენ მიხსენით სიკვდილისგან…დიდი მადლობა”
დღეს ასეთი წერილი მივიღე. და სხვა დღესაც მიმიღია. მწერენ და არ იციან, რომ ისინიც ისე მეხმარებიან ამ სიტყვებით, როგორც მე მათ.
კომენტარები