აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, თქვა:
“მე მქონდა დიალოგი პრეზიდენტებთან შუამავლობის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში, იყო რამდენიმე მოლაპარაკების წერტილი. თურქეთი გვაჩვენებს, რომ მას სურს იყოს ლიდერი შუამავლებს შორის, უსაფრთხოების გარანტიებს შორის, ამ დრომდე მსგავსი არაფერი მსენია აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან.
მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იყო ჰუმანიტარული დახმარება, იყო სამედიცინო დახმარება. ვფიქრობ, დღეს აზერბაიჯანს უჭირს უკრაინის იარაღით დახმარება. გასაგებია, რადგან მათ აქვთ ყარაბაღი, არის ეს საკითხი, ეს არის ისტორიული, ძალიან რთული. ყველაფერი მესმის. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელთა შემთხვევაშიც, ნეიტრალიტეტის ბალანსი გვესმის“
კომენტარები