რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე, შოთა ბურჯანაძე, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ეპიდემიოლოგებს მიმართავს:
შოთა ბურჯანაძე:
“ამ გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით. ეს არ არის დაპაუზება და რაღაცის გახანგრძლივება, ამ მუხრუჭს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ვერ იარსებებს.
არასდროს არ გვქონია საუბარი გაიხსნებოდა თუ არა, საუბარი ყოველთვის იყო როგორ გაიხსნებოდა და ამ ეპიდემიოლოგების უპასუხისმგებლო ქცევები ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ ვერც ერთი ბიზნესი ამ ვითარებაში ვერ გადარჩება”
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა – კერძოდ, აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა, სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.
კომენტარები