პარტია “საქართველოსთვის” წევრი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი:
“სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს (ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ქალებს, ბავშვებს) აქვთ დაუცველობის განცდა.
ეს განცდა ჩნდება მაშინ, როცა ხედავ, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალადობისგან უნდა გიცავდეს, განზე დგას და გეუბნება – „რა ვქნა არ შემიძლია, ვერ გიცავ, შენით მოაგვარე“ – ანუ ხელისუფლება ძალადობისგან შენი დაცვის საბაზისო ფუნქციას ვერ/არ ასრულებს, უსუსური და კომპეტენციისგან დაცლილია;
როცა ხედავ, რომ ძალადობის აღკვეთაზე და შენს დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, ძალადობას არათუ გმობენ მაღალი ტრიბუნებიდან, არამედ ზოგჯერ უპასუხისმგებლობით და ზოგჯერ მიზანმიმართულად ახალისებენ მას, აღვივებენ დაპირისპირებას;
როცა ხედავ, რომ ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესებით თუ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივაციით, დანაშაულს პატიობს მათ შორის მათ, ვისაც წესრიგის დამცველ პოლიციელებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში მიაქვთ;
როცა ხედავ, რომ დანაშაულის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელი გარდაუვალი არ არის და დაუსჯელობა არც თუ ისე იშვიათია;
როცა ხედავ რომ, მომხდარი დანაშაულის ადეკვატურად შეფასების – მინიმუმ შეშფოთების და დაგმობის ნაცვლად, ხელისუფლება თავის მართლების მრავალფეროვან საშუალებებს (დანაშაული ყველგან ხდება, სტატისტიკა არ გაზრდილა, მედიის ბრალია და ა.შ.) გთავაზობს.
სიმშვიდის და დაცულობის განცდის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა ! ამიტომ, ერთ-ერთი პირველი რასაც #საქართველოსთვის გავაკეთებთ – დავასრულებთ დაპირიპირებას, შუღლის გაღვივებას, ძალადობის წახალისებას, ადამიანებს დავუბრუნებთ სიმშვიდის განცდას და ამ ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმ რეფორმების გაგრძელების გზით, რომელიც დავიწყეთ და დღეს სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის.”
კომენტარები