ტელეწამყვანი, ოთო ლომთაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე ვინ ვარ, მასთან შედარებით, მაგრამ მაინც შევეცადე და ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას…
მინდა ყველას მოგმართოთ. განსაკუთრებით მინდა მოგმართოთ თქვენ, ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ლიდერებს, სახეებს, აქტიურ წევრებს:
– გავიგეთ რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ძალიან მიხარია. გვიხარია.
– გავიგეთ, რომ ჩვენ მოვიგეთ.
– გავიგეთ, რომ “ჩვენ მოვიგეთ” – ფრაზას ყველა ამბობთ, წერთ, “ასტატუსებთ”, სუბლიმირებული გამარჯვების შეგრძნებით გაჟღენთილები.
…მაგრამ…
ბატონ ივერის არ უნახავს დღევანდელი თამაში…
ბატონი ივერი პატიმრობაში დატოვეს…
გამარჯვების ეიფორიით გაბრუებულებს, მგონი ამ ფორმით მოგაწვდით ხმას.
ჩემი აზრით, გამარჯვებას ზეიმობს გამარჯვებული ერი. დღეს ჩვენ ვართ ფეხბურთში გამარჯვებული და ადამიანობაში და ღირსებაში დამარცხებული ერი…
P.S. ნაკრების ფეხბურთელებს ვულოცავ მათ მიერ დამსახურებულად მოპოვებულ გამარჯვებას!
P.P.S. დღევანდელი დღის გამარჯვებულები არიან ნაკრების ფეხბურთელები და დღევანდელი დღის გმირები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. რატომ? გაიაზრეთ მათი მდგომარეობა, ამის შემდეგ წაიკითხეთ მათი განცხადება და მიხვდებით.
თუ ვერ მიხვდით, მაშინ მე ვერ აგიხსნით…
“მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.
არსად გაქცევას, არსად მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია…” – ივერი მელაშვილი.
მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიში დიდი სტატუსისთვის.”
კომენტარები