სოციალურ ქსელში ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ დაწერა :
“დღეს დაწყევლილი 2 მაისია, სააკაშვილის პირსისხლიანმა რეჟიმმა ასამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ასობით ტყვიის გამოყენებით დახვრიტეს ზურაბ ვაზაგაშვილი, შვილის მკვლელების ძიებაში მამაც შვილის საფლავზე ისეთივე სისასტიკით მოკლეს. ორივე უმიზეზოდ და მუხანათურად. ნათელში იყავით. აუტანელია უთქვენობა.”
შეგახსენებთ რომ ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. მოგვიანებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ “კორტების სპეცოპერაციის საქმეზე” ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას.
ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი კი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა.
კომენტარები