საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დღეს იუბილარია.
ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ საკუთარ დაბადების დღეს კარგი განწყობით, წყნარ და ლამაზ ადგილას ხვდება:
„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენმა ადამიანმა მომილოცეთ. დილიდან გამაღვიძეს. მართლა მიხარია, რომ ბევრ ადამიანს ვახსოვარ, დიდი მადლობა თქვენ, ყურადღებისა და ტკბილი სიტყვებისთვის.
ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები, რა არის ეს ცხოვრება – „იგულავეთ“ რა, დღეს რა იქნება არ იცი, ხვალ ხომ საერთოდ არ იცი, შეირგეთ თითოეული დღე.
დღეს დავბერდი, 47 წლის ვარ, არ მჯერა, მეც მიკვირს, ადრე მეგონა, 47 წლის კაცი, აუ, ეს ვიღაც ბებერი არის“ და 47 წლის რომ გახდები, ძალიან უცნაური შეგრძნებაა.
რაც მინდოდა, ალბათ, ყველაფერს მივაღწიე, პროფესიონალური კუთხით. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ვარ, მაქვს ბევრ დარგში ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩემს ასაკში რამდენჯერმე პენსიაზე წავედი და ისევ სამსახურში დამაბრუნეს, არ მაცლიან.”
კომენტარები