წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
წალენჯიხაში სამი წლის წინ ჩამოვედი.აქ არასდროს მიცხოვრია და შესაბამისად მეგობართა დიდი ნაწილი თბილისში დამრჩა.არ იყო მარტივი არც ადაპტაცია, არც ახალი მეგობრების შეძენა და ალბათ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა.თბილისში მხოლოდ შაბათი დღე ვარ და ისიც იმავე დღეს ისე ვბრუნდებოდი, რომ მეგობრებს ვერც ვნახულობდი.მაფიქრებს და მადარდებს გაფიქრება იმის, რომ მე მათ ვკარგავ.ათი დღის წინ მეგობარმა დამირეკა მომიკითხა, როგორ ხარ- ტელევიზორში გნახე და იცოდე არ ხარ მარტოო გამამხნევა; არაუშავს, რომ სულ მე გირეკავო…ხოდა, დღეს დავურეკე…გუშინ დაუკრძალიათ.დამაგვიანდა……ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი დავკარგე.საოცარი ადამიანი, რომელსაც ორი საუკუნეა ვიცნობ და ვმეგობრობთ. და ვმეგობრობდით მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხშირად ვეღარ ვხედავდი. ის იყო საიმედო ადამიანი.რა ძნელია როდესაც ადამიანი აღარაა.როდესაც მეგობარი აღარაა…გგონია, რომ ცოტავდები,,,გული მეტკინა.
კომენტარები