საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს ძალიან მაგარი კაცის, ყველასთვის საყვარელი მსახიობის გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა, 80 წლის გახდებოდა ეს ღირსეული და ვაჟკაცობის სიმბოლო, დიდი გულის მქონე ადამიანი.
კაცი იყო, კაცურად იცხოვრა, სახელიც კაცური დატოვა”
გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის” მსახიობი იყო. ფირცხალავა 71 ფილმშია გადაღებული.
გურამ ფირცხალავა 2014 წლის ივნისში გარდაიცვალა.
კომენტარები