“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:
“ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის. ამასთანავე, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენისას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მთანახმააც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით.
კომენტარები