პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე:
,,სოხუმის დაცემა მოჰყვა შტურმს რომელშიც აფხაზების გარდა რუსებიც მონაწილეობდნენ. ქართული მხარე ამას ცუდად მომზადებული დახვდა რადგან მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია. ამის მიუხედავად გააფთრებული ბრძოლა მაინც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
იქამდეც სოხუმზე არაერთი შეტევა იქნა მოგერიებული.
დღეს კი გაგრის დაცემის დღეა. აი ეს იყო სამარცხვინო ჩაფლავება რომელსაც დღემდე არ მოეძებნება ახსნა. მაშინ ამბობდნენ რომ ჩვენებმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს “ორ ტანკს” და ქალაქი აი ასე ჩააბარეს.
ომის დაწყებისას აფხაზები აკონტროლებდნენ მხოლოდ გუდაუთას და ტყვარჩელს. ეს უკანასკნელი ჩვენებმა არ აიღეს, აქაოდა “ჩიხიაო.” მერე ამ “ჩიხიდან” აფხაზებმა ჩვენებს სოხუმისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს და ამის გამოისობით ქალაქი განწირული აღმოჩნდა.
მოკლედ, აფხაზებს ჰქონდათ “ჩიხი” და გუდაუთა რომელიც ორივე მხრიდან გარშემორტყმული იყო. მაგრამ ამ ვითარებაშიც კი მათ გაგრა აიღეს. აიღეს სულ რამდენიმე საათში. “ორი ტანკით.”
თუკი ვინმე დაწერს რა მოხდა და როგორ, მადლობელი დავრჩები.”
კომენტარები