ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:
“გახარიას დღევანდელი გამობრწყინებით რა გავიგეთ?!
ახალი არც არაფერი და საერთოდ ვერც ვერაფერი, გარდა იმისა რომ თვეეების წინ მოცემულ დაპირებაზე, დღეს გვითხრა რომ მსგავსი დაპირება არ მოუცია.
თვეების წინ პირობა დადეს რომ ფასებს შეინარჩუნებდნენ 9 სასურსათო პროდუქტზე, მოახდენდნენ სუბსიდირებას. დახარჯეს კიდეც მილიონები ამაში, დღეს ფასები უკანმოუხედავად გარბის, გახარია კი იძახის რომ მსგავსი დაპირება არ ყოფილა. ჩვენი თუ არა, იმ ვიდეო კადრების მაინც შეგრცხვეთ სადაც მაგ პირობას დებთ.
თუკი ვინმეს მაინც ჰქონდა იმედი რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დაეხმარებოდა, ეს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ. არც საგანგებო ბიუჯეტი შემოუტანიათ, არც იმ ყოველგვარი დაპირების მიღმა დარჩენილ 2 700 000 ადამიანს დაპირებია რამეს და არც იმ ხალხს ეხმარებიან, ვისაც დაპირდნენ.
პირიქით, ისევ ხალხს სთხოვენ დახმარებას – ტურიზმს უჭირს, კეთილი ვინებოთ და ჩვენ თვითონ ვიაროთ, შიდა ტურიზმს დავეხმაროთო. მაინც ვერსად წახვალთ და აქ საქართველოშივე იარეთ, ბევრია სანახავიო. შიმშილისთვის განწირულ, მშიერ ხალხს ავალდებულებენ ქვეყანას ტურისტად მაინც გამოადექითო.”
კომენტარები