შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.
„ახლოს მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები, დღეს განსაკუთრებული იმ ბაზაზე არაფერი ხდება“, – განაცხადა შსს-მ.
შეგახსენებთ, “ტვ პირველმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორ ალაგებენ აღჭურვილობას და მათ შორის ფარებს შსს-ს წარმომადგენლები მანქანებში – გამოდის, ეს მათი ყოველდღიური საქმიანობაა, ჩაალაგებენ მანქანებში ფარებს, მერე გადმოალაგებენ, ჩაალაგებენ, გადმოალაგებენ. ეს ვარჯიში გვეეჭვება ფიზიკურ მონაცემს აუმჯობესებდეს, მაგრამ ალბათ, რამე გონებრივი სავარჯიშოა!
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

კომენტარები