ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ დაემშვიდობა წინა სამუშაო ადგილს და რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ ის კარგად, მაგრამ “დიდხანს მუშაობდა” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას”, რომლის თავმდჯომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება.
კომენტარები