„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას შეცვლის თუ არა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.
სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კომენტარები