უფლებადამცველი, სოფია ხორგუანი:
“კორუფცია შევარდნაძის დროს უკონტროლო და მინდორ-ველად გაშლილი იყო, ბიუჯეტის შეგროვებამდე. სააკაშვილის დროს კორუფცია “ელიტური” გახდა, განდობილთა ვიწრო წრეში დალაგებული, შემადგენლობის ცვლილებას მიბმული, შეგროვებული ბიუჯეტიდან. დღეს გვაქვს ამ ორის მახინჯი ნაჯვარი, ბიუჯეტამდეც და ბიუჯეტიდანაც, გავრცობილი “ელიტით” და უკონტროლო პრივილეგირებულებით. ასე რომ არ იყოს, დღეს კავკასიაში წამყვანი სახელმწიფო ვიქნებოდით. თუმცა, ესეც გაივლის, საქართველო თავის ფუნქციასაც დაიბრუნებს და მისიასაც შეასრულებს.
p.s. ტროლ-ბოტებით, დაქირავებული ფეხთამლოკებითა და ფარისევლებით ისინი შეაშინეთ, ვინც აქამდე შეგიშინებიათ
p.p.s. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სამშობლო კი ერთია!”
კომენტარები