საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზის გამოყენებაზე იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს.
ქვეყანას ამ დრომდე არ გამოუყენებია ვაქცინა, რადგან საბჭო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი თემა ადგილობრივი მარეგულირებლის სამომავლო ქმედება იქნება.
საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება. ამ დრომდე, ჩინური წარმოების ვაქცინა მსოფლიოს მასშტაბით 40- მა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
კომენტარები