სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს:
“დღეს იყო სუსტად, მაგრამ მე მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მზად არის, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს. სუსტად არის, მაგრამ მზად არის მაგისთვის”, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, ციხეში კოვიდის გავრცელების შესახებ იკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ “არავითარი კოვიდი არ ყოფილა”.
“მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა, მე ვიმეორებ, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. დღეს, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეძლო ჩამოსვლა მე-5 სართულიდან ქვემოთ, ლიფტით და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში”, – განაცხადა ექიმმა.
კომენტარები