მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 86 წლის ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი სწორედ დღეს 18 მაისს სიცოცხლის ევთანაზიით დასრულებას აპირებდა.
რამდენიმე ხნის წინ,პრესაში მართლაც გავრცელდა მსახიობის ამ სურვილის შესახებ, ალიაზეც დაიდო სათანადო ინფორმაცია. თუმცა იქ არ იყო კონკრეტულად დასახელებული არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება, მეტიც, იმფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მსახიობის უფროს ვაჟს, ენტონის უნდა მიეღო…
და აი, დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ფონზე, ალენ დელონის ვაჟმა ენტონიმ გამოაქვეყნა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მამის ძველი ფოტო:
დღეს, კანის რიგით 75-ე ფესტივალი გაიხსნა, სამურაი!“ – წერს ენტონი დელონი.
კომენტარები