ავდოკატი, ზურაბ თოდუა, სოციალურ ქსელში, წერს:
ძალადობას მხოლოდ ომის დროს (და ისიც დაწერილი წესებით) აქვს გამართლება.
ქართულ საზოგადოებას ახსოვს მისი საზოგადოების პოლიტიკური ძალების მიერ:
ა) ხორავას ქუჩის საქმე გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის;
ბ) ბაჩალეიშვილის საქმის გამოყენების მცდელობა ;
გ). შაქარშვილის საქმის გამოყენების მცდელობა.
თუ პირველი საქმე, ასე თუ ისე ნაწილობრივ მაინც გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისათვის, მეორე და მესამე საქმეზე სრული კრახი განიცადეს.
დღეს, მსოფლიო პოლიტიკის შვებულებაში გასვლამდე, ლაშქარავას საქმეზე მიმდინარეობს ჩალიჩი.
ასეთი რამე მხოლოდ ძალიან დაბალ პოლიტიკური კულტურის საზოგადოებაში ხდება. ელექტორატში რეიტინგის მოსაპოვებლად პოლიტიკური პარტიები ნაცვლად იმისა, რომ მოწონება პარტიული პროგრამებით სოციალ-ეკონომიკური, საგარეო და სხვა მიმართულებებით მოიპოვონ, ყოფით პრობლემებზე აგორებენ იგივე ელექტორატს საპროტესტო გნიასის ასატეხად.
უნიათო და უსუსური ხელისუფლება კი, მისი არაკომპეტენტური და არაადექვატური ქმედებებით, ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებს დაბალი პოლიტიკური კულტურის საზოგადოება გამოიყენოს, მართოს საკუთრი შეხედულებისამებრ.
კომენტარები