საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გააკეთა კომენტარი:
“საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და პოლიტიკურ მხარდაჭერაში, რომელსაც უნდა გავეყვანეთ საბოლოო ჯამში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე, სამწუხაროდ სააკაშვილის ხელისუფლებამ არ იღო ეს ყურად და ბევრი არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა. დღეს ამ შეცდომებს ვიმკით. აი ეს ინტენსიური ზეწოლა მთელი მსოფლიოსი, ეს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში საქართველოს პოზიცია არათუ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა გაძლიერდეს,”
შეგახსენებთ – 2004-2006 წლებში გიორგი ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
კომენტარები