აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“კარგი ამბების სერიიდან – კიევის აეროპორტში დაჯდა მესამე ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლემაც დამატებით 300 ერთეული “ჯაველინი” და სხვა სახის შეიარაღება ჩაიტანა უკრაინაში.
უკრაინა მარტო არაა!
გაგრძელებაც აუცილებლად იქნება…
დღეს უკვე 12 დასავლური სადაზვერვო თვითმფრინავი აკვირდებოდა რუსეთის სამხედრო ნაწილების მოძრაობებს.
თან ისიც საინტერესოა, რომ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას უკვე 3 თვითმფრინავი აკვირდებოდა, განსხვავებით გუშინდელი ერთისგან.
საერთო ჯამში, გუშინდელთან შედარებით უფრო დიდი ტერიტორიები დაზვერეს.
მომწონს დასავლეთის ეს გამოფხიზლება!”
კომენტარები