“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს. ამ ეტაპზე კომისიის წევრები იკვლევენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აგვისტოს ომის მიმდინარეობას.
დღეს კომისიის წინაშე მამუკა ყურაშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი წარდგებიან.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულო ხასიათისაა, იმ პირების მიმართ კი, რომლებიც გამოკითხვაზე არ გამოცხადდნენ, კომისიის მიმართვით პროკურატურაში საქმე უკვე აღიძრა.
ამ დროისთვის, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადეს.
კომენტარები