პარლამენტში დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაც გაიმართება. დეპუტატები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ელოდებიან.
ის კერძო სატელევიზიო კომპანიების სახელმწიფო დავალიანების, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივებისა და 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებით გამოვა.
მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ მინისტრი პარლამენტში რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, სადაც კითხვებზე პასუხი ამომწურავად გასცა. შესაბამისად, მისი მისვლის აუცილებლობა არ არის. კომიტეტის სხდომა დღეს 11:30 ზეა დანიშნული.
კომენტარები