ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად პარლამენტში სესიის პლენარული სხდომა კვლავ გრძელდება. 23 აპრილს პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ნაცვლად ზურაბ ჩხაიძის კანდიდატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ. საკითხზე ჯერ ბიუროზე იმსჯელებენ, შემდეგ კი სესიაზე უყრიან კენჭს. დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი გასულ წელს დატოვა.
„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სესიები გრძელდება პარლამენტში. ამ ეტაპისთვის პარლამენტში იქნება განხილული უფლებამოსილების ცნობის საკითხი ოთარ ჩრდილელის ნაცვლად ზურაბ ჩხაიძის კანდიდატურის. ჩვენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გავვიხილეთ ეს საკითხი და ახლა გადაეცემა ბიუროს, იმისათვის რომ პლენარულ სხდომაზე მოხდეს მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა“, -განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.
22 აპრილს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.
კომენტარები